საჯარო სახსრების და ქონების კანონიერ და ეფექტურ განკარგვას ზედამხედველობს გენერალური აუდიტორი

წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ გენერალური აუდიტორი წარუდგენს ანგარიშს პარლამენტს

გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს ნებისმიერი პირისგან მიიღოს ინფორმაცია და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც აუცილებია მისთვის კონსტიტუციურ პრეროგატივათა განსახორციელებლად, მაგრამ ისე, რომ არ დაიღვეს პირის სამოქალაქო თავისუფლებები და კონსტიტუციური პრეროგატივები

ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით, პარლამენტი გენერალურ აუდიტორს თანამდებობაზე, რესპუბლიკის საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან, ირჩევს იმ პირს, რომელიც

სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი ნდობითა და აღიარებით

ან, არანაკლებ 10 წელი ფინანსების ან მართვის სფეროში ეწეოდა პრაქტიკულ, სამეცნიერო, პედაგოგიურ საქმიანობას

აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს

გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ვადა არის 10 წელი. გენერალური აუდიტორი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ

უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში გენერალური აუდიტორს უფლება არა აქვს დაიკავოს საჯარო თანამდებობა

About these ads