ჩვენ, ქართველი ერი,
ვეფუძნებით რა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილებას;
ერთგულნი ვართ რა პირველ და მეორე რესპუბლიკათა დემოკრატიული არჩევანის;
პატივს ვცემთ რა 1921 და 1995 წლების კონსტიტუციურ ტრადიციებს;
ვაგრძელებთ რა ჩვენი წინაპრების შრომასა და ბრძოლას დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის;
ვახდენთ რა ევროპული და ატლანტიკური ერების ოჯახის შიგნით თავისუფალ თვითგამორკვევას;
ვსაზრდოობთ რა კაცობრიობის საუკეთესო კულტურული მემკვიდრეობით;
ვადასტურებთ რა ქრისტიანობისა და შემწყნარებლობის განსაკუთრებულ როლს ჩვენს ისტორიაში;
ვზრუნავთ რა ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების, ქართული ენისა და დამწერლობის დაცვასა და განვითარებაზე;
ვითვალისწინებთ რა ჩვენი საზოგადოების მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ხასიათს;
მიზნად ვისახავთ რა ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიულ თანაარსებობას;
ვიცავთ რა ეროვნულ სახელმწიფოს, თავისუფალ ბაზარსა და სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც მარადიულ ხელშეკრულებას წარსულ, აწმყო და მომავალ თაობებს შორის;
ვაცხადებთ რა ადამიანის უფლებებს, პიროვნების ღირსებასა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას წარუვალ და უზენაეს საზოგადოებრივ ფასეულობებად;
ვესწრაფით რა ეროვნულ, სამოქალაქო და ეკონომიკურ თავისუფლებას;
ვაღიარებთ რა კანონის უზენაესობას, ხელისუფლებათა დანაწილებას, შეკავებასა და გაწონაწორებას სახელმწიფო წყობის საფუძვლად;
გამოვხატავთ რა ჩვენს ურყევ ნებას დავამკვიდროთ, განვამტკიცოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ სუვერენიტეტი და დემოკრატია;
ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული თავისუფლების დასაცავად ვაკურთხებთ და ვაწესებთ ამ კონსტიტუციას
ღმერთის ხსენებას რომ მოვერიდოთ ხომ არ აჯობებს. ბოლო ნაწილს ვგულისხმობ. ვიცი რომ კონტიტუციათა უმრავლესობა მაინც არ ერიდება, მაგრამ მრავალკონფესიურობაში ალბათ ათეისტებიც უნდა ვიგულისხმოთ და მათ არ გაუხარდბათ თუ კონსტიტუციაში ღმერთი ეწერება..
ikneb ertxel ateistebac izrunon teistebze
ise momravldnen ukve shven vart – teistebi umciresobashi, da chveni uflebebis dacvis aucilebloba dgas ukve dgis cesrigshi
) konstituciebis umravlesoba sheicavs sityvas- gmerti, da dgemde es teologiur davadar kceula. fundamentalizmia msgavsi gancxadebebic ertgvari
ATEISTURI FUNDAMENTALIZMI
არსებობს ღირებულებები, რომლებსაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ატარებს და სახელმწიფო მშენებლობის პროცესში ამ ღირებულებებს გვერდს ვერავინ აუვლის. ეს, სხვასთან ერთად, ქრისტიანობასაც ეხება.
კონსტიტუციის პრეამბულაში ნებისმიერი უმცირესობის გემოვნება ვერ იქნება დაკმაყოფილებული. სამაგიეროდ, კონსტიტუციაში დაცული უნდა იყოს ამ უმცირესობათა უფლებები, რაც სულაც არ ნიშნავს უმრავლესობის ღირებულებების მიჩქმალვას.
უბრალოდ თუ მოერიდე ხსენებას ღმერთის ეს თეისტებისთვისაც და ათეისტებისთისაც მისაღები იქნება. თქვენი აზით სიტყვა ღმერთი თუ არ იქნება მოხსენიებული კონსტიტუციაში, ამით ის სრულყოფილი არ იქნება ან რამე პრობლემა შეიძლება შექმნას ამან? ღმერთი თითოეული ადამიანის არჩევანია და ეს საკითხი პიროვნულია, არც კონსტიტუციასთან და არც კანონმდებლობასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს, ჩემი აზრით. ამიტომ მისი მოხსენიება არ არის აუცილებელი/სასურველი.
ათეისტებს და აგნოსტიკებს არ აღიზიანებთ ღმერთის ხსენება კონსტიტუციაში და საერთოდ, არსად. ეს მცდარი აზრია. კონსტიტუციას უნდა ჰქონდეს იურიდიული ძალა რომ დაიცვას სახელმწიფო წესრიგი.
ღმერთს რაც შეეხება, ტემინი ”თეისტი” იმ ვითომ მორწმუნეების შემოგდებულია, ვინც ვერ გაითავისა, რომ ათეისტებიც უნდა უყვარდეს, აგნოსტიკებიც, სხვა რელიგიის ხალხიც და სხვა ეროვნებისაც და შეხედულებისაც. საერთოდ კი, 10 მცნებაში წერია, რომ ღმერთის სახელი ტყუილად არ უნდა ახსენო, ამიტომ ღმერთის სახელით 10 მცნების დარღვევა ლოგიკურად მცდარია.
მეორეს მხრივ, არც ღმერთს დაუწერია კონსტიტუციები და მითუმეტეს, არც მას სჭირდება კუნსტიტუციით ან რაიმე სხვა საშუალებით დაცვა. თუკი კონსტიტუციაში ღმერთის ხსენება კომფორტს უქმნის თუნდაც ერთ ადამიანს, მაშინ რატომაც არ უნდა ეწეროს, დისკომფორტული ამაში არაფერია.
ისე, ამერიკულ დოლარზეც კი წერია ”უფალს მივენდობით”
)
ateistebmac unda agiaron eklesiis roli kartul istoriashi………. eg paktia , aravis ar unda agizianebdes gmerit xseneba ……..
როდესაც თავისუფლების შესახებ მიდის საუბარი, ვფიქრობ, არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში თავსუფლების მცნების ფილოსოფიური და პოლიტიკური შინაარსები (თუმცა პოლიტიკური ფილოსოფიურიდან გამომდინარეობს). ფილოსოფიური თავისუფლება უფლება არ არის, მით უმეტეს ვინმესაგან მონიჭებული. ის ადამიანის პიროვნული თვითსწრაფვაა, რაც განვითარებული შეგნებისა და შემეცნების გარეშე არა მგონია არსებობდეს. თავისუფლების პოლიტიკური შინაარსი კი, რაც უმეტეს წილად ადამიანის აზრის, სიტყვისა და გარკვეული მოქმედების გამოხატვას ნიშნავს, არის ინდივიდუალურად ადამიანის მოქალაქეობრივი უფლებაა.
Vfiqrob, ajobebs tu preambula daiwyeba sityvebit: chven, saqartvelos moqalaqeebi – mesmis, rom sityvebi: “We the people of the United States” namdvilad aris demokratiis safudzveli, magram vfiqrob “the people” aq, am konstituciashi agiqmeba, rogorc krebitad “xalxi”, mocemul shemtxvevashi ki vfiqrob aqcenti gaketebulia erovnebaze, – “qartveli eri” rac chvens shemtxvevashi ar iqneba agqmuli, rogorc saqartvelos mravalerovani mosaxleoba. Chemi mokrdzalebuli shemotavazebaa dafiqrdet am sakitxze.
არ მიმაჩნია მართებულად პრეამბულაში კიდევ ერთხელ გაკეთდეს აქცენტები იმაზე, რასაც ისედაც ყოველ დღე, 24 საათიან რეჟიმში ერთმანეთს ვუმტკიცებთ. მოქმედი კონსტიტუციის პრეამბულა უფრო ნეიტრალურია ამ მიმართებაში. თუმცა, კეთილი, აგერ ჩემი მოსაზრებაც:
), აქ საერთოდ ვერ ვხვდებით. ვფიქრობ ესეც კრიტიკის გამომწვევი იქნება.
1. “ჩვენ, ქართველი ერი” – ვიზიარებ ზემოთ გამოთქმულ შენიშვნას. უმჯობესია: “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი.” (მიზეზი: ერს ჯერ ის ვერ გაურკვევა “ქართველი” მოქალაქეობის განმსაზღვრელია, თუ ეთნიკურობის)
2. ზოგადად პატრიოტიზმით გაჯერებული პრეამბულაა და ვფიქრობ არსებულ სინამდვილეში ცოტაოდენ განეიტრალებას საჭიროებს.
ა) “ვსაზრდოობთ რა კაცობრიობის საუკეთესო კულტურული მემკვიდრეობით;” – რა საჭიროა არ მესმის.
ბ) “ვადასტურებთ რა ქრისტიანობისა და შემწყნარებლობის განსაკუთრებულ როლს ჩვენს ისტორიაში;
(…)
ვითვალისწინებთ რა ჩვენი საზოგადოების მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ხასიათს;” -
ვფიქრობ აქ ერთი ნეიტრალური წინადადებაც საკმარისია.
რაღაცას “ვადასტურებ” და რაღაცას “ვითვალისწინებ”, ანუ იმას რასაც ვადასტურებ ვსვამ პრიორიტეტად, და ვითვალისწინებ, რომ ჩემს პრიორიტეტს აქვს ხელისშემშლელი ფაქტორი.
მოკლედ კი სიტყვები ხანდახან იმაზე მეტის ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს, ვიდრე მისი ნაჯერის პრეციზირებული ფორმა.
გ) ამ ორს შუაში დართული “ენა”-ის ფაქტორი, ზუსტადაც რომ აძლიერებს იმ დატვირთვას, რაც პუნქტ ბ-ში დავწერე.
დ) მოქმედ კონსტიტუციის პრეამბულაში ფიგურირებს სიტყვა “სოციალური” (სახლემწიფო), რომელსაც (გასაგებია რატომაც
პ.ს. რაც შეეხება აქ გამართულ დისკუსიას “ღმერთის” ხსენებაზე, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით … ჩვეული და მისაღები ფორმაა.
””ზოგადად პატრიოტიზმით გაჯერებული პრეამბულაა და ვფიქრობ არსებულ სინამდვილეში ცოტაოდენ განეიტრალებას საჭიროებს.””
პატრიოტიზმი არ არის ”არსებულ სინამდვილეზე” დამოკიდებული პრინციპი. პატრიოტიზმი არის საკუთარი სახელმწიფოს შენარჩუნების და საბოლოო ჯამში ფიზიკური გადარჩენის სურვილის გამოხატულება. ეს კიდევ მუდმივია და კონიუქტურას არ ექვემდებარება.
“პატრიოტიზმი არ არის ”არსებულ სინამდვილეზე” დამოკიდებული პრინციპი. პატრიოტიზმი არის საკუთარი სახელმწიფოს შენარჩუნების და საბოლოო ჯამში ფიზიკური გადარჩენის სურვილის გამოხატულება. ეს კიდევ მუდმივია და კონიუქტურას არ ექვემდებარება.”
რადგან ეს ციტატა, შემს სიტყვებზე დაყრდნობით დაიწერა, განვმარტავ ჩემივე ციტატას:
1.მე „ზოგადად მივიჩნევ“ – არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება.
ანუ რა ასიოციაციას იწვევს პრამბულა ჩემში, რომელი ქვეყნისაც არ უნდა იყოს ის, კითხვისას, (უცნობი ქვეყნის დაგემოვნება, ასე ვთქვათ). ამ შემთხვევაში საუბარია ჩემს ქვეყანაზე და გაჩენილმა ასოციაციამ, (რომელიც ორმხრივია) დამაფიქრა.
2.„განეიტრალებაში“ ვიგულისხმე შერბილება და პრეციზირება იმ პუნქტების რაც ჩამოვთვალე და რაც „საორჭოფოდ“ მეჩვენა და არა „მოშორება“ (თუ ეს იყო, ჩემი ციტირების მიზეზი).
პ.ს. არ ვგულისხმობ პუნქტ დ-ს, რომელიც ჩემი მხრიდან შესაძლო კრიტიკის სამიზნეზე მითითება იყო მხოლოდ.
ჩვენ შეგვიძლია „პატრიოტიზმზე“, როგორც დროისა და სივრცისგან დამოუკიდებელ ელემენტზე და როგორც პოლიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ სიდიდეზე საუბარი, მაგრამ არა ამ ჩარჩოში, როცა თვით კონსტიტუციის შეცვლის იდეის გაჩნა (ფიქრი და მუშაობა ამ საკითხზე), სწორედაც რომ დროსა და სივრცეზე დამოკიდებულებაა და სხვა არაფერი. შესაბამისად რელობის გათვალისწინება პოზიტივია თავისთავად.
ვითვალისწინებთ რა ჩვენი საზოგადოების მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ხასიათს; -
-სამწუხაროა, რომ კომისიაში არა არაის არცერთი ეთნიკური/რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი. ამან შესაძლოა ხელი საერთოდ არ შეუშალოს მათი უფლებებისა და ინტერესების ასახვას კონსტიტუციაში, მაგრამ შესაძლოა ხელი შეუშალოს კონსტიტუციის როგორც მათი და მათთვის არსებული დოკუმენტის აღქმას. მათი არ ყოფნა ამ შემოქმედების აქტში არამგონია სწორი იყოს.
მეც მგონია რომ კომისიაში სასურველია რომ მიიღონ მონაწოლეობა ქვეყანაში არსებულმა ძირითადმა ეთნიკური/რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებმა.
რაც მთავარია, მანდ წერია ღმერთი და არა კონკრეტულად იესო ქრისტე ან ალაჰი, რაც ნიშნავს ყველა რელიგიისადმის შემწყნარებლობას. სრულიად ურწმუნოებმა ცოტა აგვიტანონ, რა.
ღმერთებს სუმერებიდან დაწყებული ცივილიზაციები იხსენიებენ, იხსენიებენ დღეს მნიშვნელოვანი ძალის დემონსტრირებისას და მოიხსენიებენ კიდევ ეპოქებში (სავარაუდოდ)…
ჩვენ არ გვჭირდება გმობის, ან უპირობო აღიარების ექსპერიმენტები…
სხვა მოქმედებებია დასაწყები
“თავსუფლების მცნების”, “მცნების”_ara,cnebis..