თუ გამარჯვებული 1-ლივე ტურში არ გამოვლინდება, მთავრობის წევრებს ირჩევს საარჩევნო კოლეგია იმ პარტიის კანდიდატებისაგან, რომელმაც ყველაზე მეტ საარჩევნო ოლქებში დააგროვა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა და იმ პარტიის კამდიდატებისაგან, რომელმაც ფედერალური (შტატის, მუნიციპალიტეტის) მასშტაბით მიიღო ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა.

ხმოსნები არჩევანს აკეთებენ იმ კანიდატთა შორის, რომელთაც თითოეულ ამ პარტიაში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა დაგროვეს.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პარტიული სია, რომელსაც ხმოსანთა უმეტესობა დაუჭერს მხარს, თუ კი მის მიერ მიღებული ხმების ოდენობა აღემატება მე-2 ადგილზე გასული პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების ოდენობას იმდენით, რამდენიც 1- ადგილზე გასული პარტიის სიას აკლია ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობამდე.