მოსამართლე და მაგისტრატი შეიძლება იყოს

უმაღლესი განათლების მქონე;

საქართველოს მოქალაქე;

რომელიც სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი ნდობითა და ავტორიტეტით;

აქვს საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება;

აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს პირი, რომელსაც აქვს

სამართლის სფეროში პრაქტიკული, სამეცნიერო, პედაგოგიური საქმიანობის 5 წლიანი გამოცილება;

აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

სააპელაციო მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ მოთხოვნებს და საერთო ჯამში აქვს
სამოსამართლეო საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება;

ან, სამართლის სფეროში პრაქტიკული, სამეცნიერო, პედაგოგიური საქმიანობის 10 წლიანი გამოცილება.

უზენაეს მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ მოთხოვნებს და საერთო ჯამში აქვს

სააპელაციო სასამართლოში სამოსამართლეო საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება;

ან, სამოსამართლეო საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება;

ან, სამართლის სფეროში პრაქტიკული, სამეცნიერო, პედაგოგიური საქმიანობის 15 წლიანი გამოცილება.