მოსამართლე და მაგისტრატი შეუცვლელია.

დაუშვებელია მოსამართლის და მაგისტრატის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, მისი თანხმობის გარეშე სხვა სასამართლო თანამდებობაზე გადაყვანა, ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა და წესით, როცა ეს საფრთხეს არ უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და ხორციელდება სამართლიანი, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, ჯეროვანი დისციპლინური დევნის ფარგლებში.

დაუშვებელია ახალი კანონის საფუძველზე მოხდეს მოსამართლის, მაგისტრატის, სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების იმ ვადის შემცირება ან შეწყვეტა, რომელიც მოქმედებდა იმ დროისათვის, როცა პირი გამწესდა მოსამართლედ, მაგისტრატად ან სასამართლოს თავმჯდომარედ.