სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს არადისკრიმინაციული, კანონით განსაზღვრული მიზნის პროპორციული.

გარემოებათა არსებითი მსგავსების შემთხვევაში სასამართლომ უნდა მიიღოს საკუთარი ან ზემდგომი სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილების იდენტური გადაწყვეტილება, თუ კანონით განსაზღვრული წესით არ იქნება დასაბუთებული განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.