საკანონმდებლო ორგანოს წევრის დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს თანხმობით.

გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკანონმდებლო ორგანოს და საკონსტიტუციო საბჭოს.

თუ საკანონმდებლო ორგანოი და საკონსტიტუციო საბჭო არ მისცემს თანხმობას, საკანონმდებლო ორგანოს დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

საკანონმდებლო ორგანოს წევრი არ შეიძლება იყოს სამოქალაქო სამართალწარმოების მხარე იმ პალატის სესიის დროს, რომლის წევრიცაა, აგრეთვე მორიგი სესიის დაწყებდამდე 15 დღის განმავლობაში
საკანონმდებლო ორგანოს წევრს უფლება აქვს ჩვენება არ მისცეს იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებული წერილობითი მასალის
დაყადაღება. ეს უფლება საკანონმდებლო ორგანოს წევრს უნარჩუნდება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც.

საკანონმდებლო ორგანოს წევრი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას საკანონმდებლო ორგანოში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის.

სახელმწიფო უზრუნველყოფს საკანონმდებლო ორგანოს წევრის უსაფრთხოებას.

საკანონმდებლო ორგანოს წევრის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.

საკანონმდებლო ორგანოს წევრის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები.

საკანონმდებლო ორგანოს წევრი უზრუნველყოფილია

არანაკლებ თითო-თითო ოფისით შესაბამისი პალატის შენობაში და საარჩევნო ოლქში

არანაკლებ 5-5 თანაშემწით თითოეულ ოფისში, რომლებიც ეხმარებიან მას წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ფუნქციების განხორციელებაში