სამოქალაქო თავისუფლებათა ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ

საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს არსებობას,

კანონით განსაზღვრულ შემთხევებში და დადგენილი წესით ან გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა ეს

კრიტიკულად აუცილებელია ლიბერალურ დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის

პირდაპირ ემსახურება კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების განხორციელებას

წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ყველაზე ეფექტურ, ნაკლებად შემზღუდავ და პროპორციულ საშუალებას

არსებობს უარყოფითი შედეგის დადგომის არსებითი და გარდაუვალი საფრთხე

თავისუფლების შეზღუდვით გამოწვეული ზიანი ნაკლებია, ვიდრე დაცული სიკეთე

საჭიროა, რათა უზრუნველყოფილ იქნას

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, საკუთრების, ღირსების, თავისუფლების, თანასწორობის დაცვა და სამართლიანი მოპყრობა

მართლმსაჯულების განხორციელება და კანონის უზენაესობა

ეროვნული უსაფრთხოება

საზოგადოებრივი წესრიგი, დანაშაულის თავიდან აცილება, სისხლის სამართლებრივი დევნა

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

საჯარო სამსახურის, შეიარაღებული ძალების, პოლიციის და სპეციალური სამსახურის მიუკერძოებელობა და დამოუკიდებლობა

საჯარო დაწესებულებების, ტრანსპორტის მოძრაობისა და სასიცოცოხლო მნიშვნელობის სამსახურების დაუბრკოლებელი საქმიანობა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა

გარემოს უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება

თავისუფალი კონკურენცია

მომხმარებელთა უფლებები

თავიდან იქნას აცილებული

საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიიანობის ხელყოფა

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით დამხობა

ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივება

ძალადობისკენ წაქეზება

სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოების გამჟღავნება