სამოქალაქო თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესით, კანონის შესაბამისად, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურის გზით და მხოლოდ მაშინ, თუ დაცული იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

კონსტიტუციით დაშვებული სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვები არ შეიძლება გაგებულ იქნას იმაზე ფართოდ ვიდრე ეს განსაზღვრულია საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო აქტებით.

დაუშვებელია აბსოლუტური უფლებების შეზღუდვა.

დაუშვებელია უფლებებისა და თავისუფლებების იმგვარი შეზღუდვა საჯარო ან კერძო პირის მიერ, აგრეთვე გარიგების საფუძველზე ან ნებაყოფლობითი უარყოფის, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასი იქნება.