თითოეული პალატა თავად ადგენს მის რეგლამენტს, განსაზღვავს შინაგან სტრუქტურას და მუშაობის წესს, სანქციებს

კანონპროექტს ან დადგენილებას კენჭი ეყრებაა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ტექსტი წაკითხული იქნება სესიის მსვლელობისას და არა ნაკლებ 3 დღის განმავლობაში გაიმართება მისი განხილვა, ან თუ პალატის წევრთა 4/5 დაადგენს, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს კენჭისყრას ამ წესის დაუცველად

კანონპროექტი ან დადგენილება მიღებულად ითვლება, როცა მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პალატის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა

ერთი სესიის ფარგლებში დაუშვებელია პალატის მიერ უარყოფილი კანონპროექტის ან დადგენილების საკითხზე ახალი კანონპროექტის ან დადგენილების ინიცირება

კანონად ან დადგენილებად ვერ იქცევე ის პროექტი, რომლის მიღებაც არ იქნება დასრულებული ორივე პალატის მიერ იმავე სესიის განმავლობაში, რომელზედაც ის იქნა ინიცირებული

სხვა სახის გადაწყვეტილებათა მიღების წესი განისაზღვრება რეგლამენტით.

საარჩევნო კანონის ძირითადი ნორმები შეიძლება შეიცვალოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 თვისა

სასამართლოსა და დემოკრატიის უზრუნველმყოფ ინსტიტუტებთან დაკავშირებული კანონის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მათთან კონსულტაციის შემდეგ

სამოქალაქო თავისუფლებებთან დაკავშირებული კანონის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ომბუდსმენთან კონსულტაციის შემდეგ

ორგანული კანონი უნდა მიიღოს ზედიზედ 2 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ, პალატათა სრული შემადგენლობის 2/3-ით, ისე რომ 1-ლი და მე-2 მიღებას არანაკლებ 1 წელი აშორებდეს. ორგანული კანონის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ საკონსტიტუციო საბჭოს დადებითი დასკვნის შემდეგ.

არცერთი კანონპროექტი, ბიუჯეტის გარდა, არ უნდა შეეხებოდეს ერთზე მეტ საკითხს და ეს საკითხი გამოხატული უნდა იყოს მის სათაურში

საგადასახადო კანონი მხოლოდ გადასახადების შემოღებასა და განაკვეთების განსაზღვრას უნდა ეხებოდეს

ბიუჯეტის კანონი მხოლოდ შემოსავლებსა და ხარჯებს უნდა ეხებოდეს

ბათილია კანონი, რომლის შინაარსი და სათაური ერთზე მეტ საკითხს შეეხება

თუ კანონს, რომლის შინაარსი ერთზე მეტ საკითხს შეეხება, სათაურში ერთი საკითხი აქვს გაცხადებული, მაშინ ბათილია ასეთი კანონის ის ნაწილი, რომელიც გაცხადებული არაა მის სათაურში

დაუშვებელია საჯარო საკუთრებაში არსებული რაიმე სიკეთის რომელიმე პირისთვის გადაცემა სათანადო ანაზღაურების ან სანაცვლოდ იმავე ღირებულების სხვა სიკეთის მიღების გარეშე

პალატის წევრთა მეხუთედს უფლება აქვს მიმართოს საკონსტიტუციო საბჭოს, კანონპროექტის კონსტიტუციორობის შესახებ დასკვნისათვის

საკონსტიტუციო საბჭოს უარყოფითი დასკვნა აჩერებს კანონპროექტის მიღების პროცედურას, საბჭოს მიერ მითითებულ ხარვეზთა გამოსწორებამდე

მხოლოდ პარლამენტია უფლებამოსილი გამოაცხადოს ომი და დადოს ზავი

მხოლოდ პარლამენტია უფლებამოსილი მიიღოს ნორმატიული აქტი, რომლის ეკონომიკური ეფექტი მშპ-ს 0.1%-ს აღემატება

პალატათა სრული შემადგენლობის 3/5 უფლებამოსილია გამოაცხადოს ამნისტია

პალატათა სრული შემადგენლობის 2/3 უფლებამოსილია შეიწყალოს მსჯავრდებული