სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვა არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის ინდივიდუალურ ავტონომიასა და არჩევანის უფლებას და ტოვებდეს ალტერნატიული გზებით ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ეფექტურ შესაძლებლობას

სამოქალაქო თავისუფლებათა ნებისმიერი არსებითი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შეზღუდვის პირდაპირ მოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებს, აგრეთვე შეიცავდეს შემზღუდავი ნორმის არამიზნობრივად გამოყენებისგან დაცვის გარანტიებს

სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის კონსტიტუციურობის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის მომხრეს

რწმენის, აღმსარებლობის, სინდისისა და მსოფლხედველობის, გამოხატვის, შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლებათა რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს ამ უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების ადგილის, დროისა და ფორმის ისეთ ნეიტრალურ შეზღუდვას, რომლებიც გავლენას არ ახდენენ ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე

ამ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვისას შესაძლებელია დაწესდეს მხოლოდ ძალადობრივი და აქტიური გამომხატველობითი ფორმების შეზღუდვა

დაუშვებელია რწმენისა და მსოფლხედველობის არჩევის, შინაგანად ქონის და შეცვლის, აგრეთვე სინდისისა და აზრის თავისუფლების ხელყოფა