საჯარო ხელისუფლება და ყოველი საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია მოქალაქის წინაშე

ფედერალური მთავრობა, შტატი, მუნიციპალიტეტი პასუხს აგებს მისი საჯარო დაწესებულებებისა ან საჯარო მოხელეების უკანონო ქმედებით გამოწვეული ზიანისათვის

ყველას აქვს ადმინისტრაციული უფლებები კანონის შესაბამისად, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს უფლებას:

მიმართოს საჯარო დაწესებულებას;

მიიღოს საჯარო ინფორმაცია და დაესწროს საჯარო სხდომას, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა და წესით, როცა ეს აუცილებელია სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოების დაცვისათვის;

იყოს მოსმენილი მისი საქმის გადაწყვეტისას საჯარო დაწესებულების მიერ და მიეცეს განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით;

საჯარო დაწესებულების მიერ მისი საქმე გადაწყდეს სწრაფად, გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად, სამართლიანად, დასაბუთებულად და კანონიერად;

უზრუნველყოფილი ჰქონდეს ერთი საქმის გადაწყვეტა ერთ საჯარო დაწესებულების მიერ;

საჯარო დაწესებულების წინაღმდეგ საჩივრის განსახილველად ხელი მიუწვდებოდეს კერძო არბიტრაჟზე.