ბიუჯეტის კანონპროექტი ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე არანაკლებ 3 თვით ადრე უნდა იყოს ინიცირებული

ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების გარეშე საჯარო სახსრებიდან ხარჯის გაწევა და ფინანსური ვალდებულების აღება დაუშვებელია.

კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯების ზრდას ან შემოსავლების შემცირებას, ძალაში შედის შემდეგი საფინანსო წლიდან.

დაუშვებელია ბიუჯეტის დეფიციტის არსებობა. თუ ხარჯები აღემატება შემოსავლებს, მთავრობა ვალდებულია შეკვეცოს ხარჯები დეფიციტის პროპორციულად.

დაუშვებელია საბიუჯეტო ხარჯების იმაზე მეტი პროცენტით გაზრდა, ვიდრე წინა წელს მთლიანი შიდა პროდუქტის, ინფლაციის და მოსახლეობის ზრდის ზრდის საპროცენტო მაჩვენებელი იყო.

შრომისუუნარო სრულწლოვნებზე და არასრულწლოვანებზე ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებს შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს ამ ხარჯების 1%-ს.

შემოსავლების 1%-ის ოდენობის თანხა ყოველწლიურად გადაირციხება სტრატეგიული რეზერვების ფონდში.

საფინანსო წლის დაწყებამდე ახალი ბიუჯეტის მიუღებლობის შემთხვევაში ყველა საჯარო ხარჯი გაწეული უნდა იყოს წინა ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების შესაბაამისად