უზენაესი სასამართლო შედგება 15 მოსამართლისაგან. სხვა სასამართლოებში მოსამართლეთა რიცხვს განსაზღვრავს იუსტიციის საბჭო. დაუშვებელია სასამართლოში მოსამართლეთა რიცხვის შემცირების შედეგად მოსამართლის თანამდებობიდან განთავისუფლება ან სხვა სასამართლო თანამდებობაზე გადაყვანა მისი თანხმობის გარეშე.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად მოსამართლე, ნაფიცი მსაჯულების ჟიურის მონაწილეობით, ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მის გარეშეც.

კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით განსაკუთრებით რთული ან მნიშვნელოვანი საქმე შეიძლება განიხილოს 3 მოსამართლისაგან შემდგარი სასამართლო კოლეგია.

უზენაესი და სააპელაციო სასამართლოები, საქმეს განიხილავენ 3 მოსამართლისაგან შემდგარი სასამართლო კოლეგიების მეშვეობით.

კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით განსაკუთრებით რთული ან მნიშვნელოვანი საქმეები შეიძლება განიხილოს დიდმა სასამართლო პალატამ არანაკლებ 7 მოსასამრთლის შემადგენლობით.