მოსამართლეთა და მაგისტრატთა შორის საქმეთა განაწილება ხდება გამჭვირვალე, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესით ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნას სწრაფი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება.

სასამართლოს ადმინისტრატორს ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე, სასამართლოს სხვა მოსამართლეთა ან მაგისტრატთა უმრავლესობის თანხმობით, კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს სასამართლოს თავმჯდომარე.

სასამართლოს თავმჯდომარე ან სასამართლოს სხვა მოსამართლეთა ან მაგისტრატთა უმრავლესობა უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს სასმართლოს ადმინისტრატორი.

სასამართლოს დაქვემდებარებაში არის მარშალი, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს ტერიტორიაზე წესრიგის დაცვას და სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას