კონსტიტუციური თანამდებობის პირის ქმედუუნარობის შესახებ პალატის, მთავრობის წევრთა უმრავლესობის მომართვის შემთხვევაში, საკონსტიტუციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შესწავლის შესახებ

თუ საკონსტიტუციო საბჭო დაადგენს კონსტიტუციური თანამდებობის პირის მუდმივ ქმედუუნარობას, მაშინ შესაბამის თანამდებობას აცხადებს ვაკანტურად და კანონით დაგენილი წესით მას იკავებს კანონით განსაზღვრული უფლებამონაცვლე

თუ კონსტიტუციური თანამდებობის პირის ქმედუუნარობა დროებითია, საკონსტიტუციო საბჭო განსაზღვრავს თუ როდის არის შესაძლებელი მის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულების განახლება

დროებითი ქმედუუნარობის პერიოდში კონსტიტუციური თანამდებობის პირის უფლებამოსილებებს ასრულებს კანონით განსაზღვრული პირი

საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას რესპუბლიკის საბჭოს უფლება აქვს იმ არჩევითი კონსტიტუციური თანამდებობის პირის ადგილას, რომელიც საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამო ქმედუუნარო გახდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან გარდაიცვალა, დანიშნოს უფლებამონაცვლე იმ ვადით, სანამ ეს წევრი არ იქნება მზად განახლოს მის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულება ან არ იქნება არჩეული მისი მემკვიდრე