საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებიდან 48 საათის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა იკრიბება. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა გრძელდება ამ მდგომარეობის დამთავრებამდე

გადაწყვეტილება ომისა და ზავის, საგანგებო ან საომარი მდგომარეობისა და სამოქალაქო თავისუფლებათა შეზღუდვის საკითხებზე მიიღება პალატათა წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით

საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას არჩევნები ტარდება მხოლოდ პალატათა სრული შემადგენლობის 3/5-ის გადაწყვეტილებით