ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

სასამართლომ ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ კონსტიტუციისა და მისი შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. ყოველ პირს აქვს უფლება მისი საქმის განსჯისას არ იყოს გამოყენებული კონსტიტუციის ან კანონის შეუსაბამო სამართლებრივი აქტი.

ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დაესწროს სასამართლო სხდომას, რომელზედაც მისი საქმე იხილება.

ბრალდებულს უფლება აქვს მისი საქმის განხილვა სასამართლომ დაიწყოს ბრალდებიდან 30 დღეში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს აუცილებელია ბრალდებულისათვის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების უზრუნველსაყოფად. სასამართლო განხილვის დაწყების გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო ბრალდებულის შუამდგომლობის საფუძველზე.

პირს აქვს უფლება, არ აღიაროს დანაშაული, აგრეთვე არ მისცეს რაიმე ჩვენება, რომელიც გამოყენებული იქნება მის ან მის ახლობელთა წინააღმდეგ. პირს აქვს დუმილის უფლება, როცა ეს აუცილებელია უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ამ უფლებებით სარგებლობა ან არასწორი ჩვენების მიცემა არ შეიძლება გამოყენებული იქნას ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ან მისი მდგომარეობის გასაუარესებლად.

მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, სასამართლოს მეშვეობით შეაგროვონ მტკიცებულებები, გამოიძახონ  და დაკითხონ მოწმეები, აგრეთვე მოითხოვონ მათი უფლებების უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარება კანონით დადგენილი წესით.

ბრალდებულს აქვს შეუზღუდავი უფლება ხელი მიუწვდებოდეს გამამართლებელ ან შემამსუბუქებელ მტკიცებულებაზე, მათ შორის მოწმის ჩვენებასა და საექსპერტო დასკვნაზე. ბრალდებულს აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით ხელი მიუწვდებოდეს ბრალდების ხელში არსებულ ყველა მტკიცებულებაზე.

კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას, აგრეთვე უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას, თუ ისინი აუარესებენ ბრალდებულის მდგომარეობას, იურიდიული ძალა არა აქვს

დაუშვებელია მტკიცებულება, რომლის ჯვარედინი გამოკვლევის შესაძლებლობა ზეპირ და უშუალო სასამართლო მოსმენაზე არ მისცემით მხარეებს, გარდა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე

არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ყველას აქვს უფლება ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, ვიდრე მისი დანაშაული კანონით დადგენილი წესით არ დადგინდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარ მტკიცებულებებს

ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ

დაუშვებელია  პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა

ბრალის გარეშე;

ქმედებისათვის,

რომლის ბრალეული ხასიათი ნათლად გასაგები არ არის ნაფიც მსაჯულთა ჟიურისათვის;
რომელიც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით ან არ იყო იმ დროისათვის, როცა სამართალდარღვევა იქნა ჩადენილი

ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს ახალი კანონით, რომელიც აუმჯობესებს მის მდგომარეობას, ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას

კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუქცევითი ძალა არა აქვს

გარემოებათა არსებითი მსგავსების შემთხვევაში სასამართლომ უნდა მიიღოს საკუთარი ან ზემდგომი სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილების იდენტური გადაწყვეტილება, თუ კანონით განსაზღვრული წესით არ იქნება დასაბუთებული განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად