ფედერალური ხელისუფლება არის შტატსა და მუნიციპალიტეტში დემოკრატიის გარანტი და იცავს მათ გარედან ან შიგნიდან მომდინარე ძალადობისაგან

ფედერალურ, შტატისა და მუნიციპალურ ხელისუფლებებს შორის კომპეტენციათა შესახებ დავა წყდება მხოლოდ სასამართლო წესით

საკონსტიტუციო საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე, პარლამენტი (ლეგისლატურა) უფლებამოსილია პალატათა სრული შემადგენლობის უმრავლესობით გააუქმოს შტატის (მუნიციპალიტეტის) სამართლებრივი აქტი, რომელიც ეწინაღმდეგება ფედერალურ (შტატის) კანონს

ფედერალურ ხელისუფლებას უფლება აქვს, ორაგანული კანონით განსაზღვრული წესით და პროპორციულობის პრინციპის დაცვით, დროებით ჩაანაცვლოს შტატის ან მუნიციპალური ხელისუფლება და იმოქმედოს მათ ნაცვლად, თუ კი ისინი არ ან ვერ ასრულებენ საკუთარ ფუნქციებს და ამით აშკარა და გარდუვალი საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ ინტერესს, აგრეთვე საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას