მოსამართლე, მაგისტრატი და ნაფიცი მსაჯული ხელშეუხებელია.

მოსამართლე, მაგისტრატი და ნაფიცი მსაჯული პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას განხორცილებული ქმედების გამო, აგრეთვე სასამართლოში თუ მის გარეთ გამოთქმული აზრების და შეხედულებებისთვის.

კანონით შეიძლება დაწესდეს მოსამართლისა და მაგისტრატის იმუნიტეტის სხვა შემთხვევებიც, იმ ზომით, რაც აუცილებელია სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

მოსამართლის და მაგისტრატის დაპატიმრება, შეიძლება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს თანხმობით. თუ იუსტიციის საბჭოს არ მისცემს თანხმობას, დაკავებული მოსამართლე და მაგისტრატი დაუყოვნებლივ უნდა განთავსუფლდეს.

სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის, მაგისტრატისა და ნაფიცი მსაჯულის, აგრეთვე მათი ოჯახის უსაფრთხოებას.