მოსამართლე, მაგისტრატი და ნაფიცი მსაჯული დამოუკიდებელია და თავის საქმიანობაში ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს.

არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს, მაგისტრატსა და ნაფიცი მსაჯულს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, მაგისტრატსა და ნაფიცი მსაჯულზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის, მაგისტრატისა და ნაფიცი მსაჯულის დამოუკიდებლობას.