სამოქალაქო თავისუფლებათა განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ ხელი შეეწყოს, ადამიანის ღირსების, ღია, თავისუფალი და ლიბერალურ დემოკრატიული საზოგადოების ფასეულობათა დამკვიდრებას, საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებისა და პრეცედენტების შესაბამისად.

ყველა ქმედება ან სამართლებრივი აქტი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს ბათილია თუ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვისას შესაბამის პირს გონივრულ ვადაში კანონით დადგენილი წესით არ განემარტა მისი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის საფუძვლის შესახებ.
სამოქალაქო თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება პრეზუმირებულია. მათ შესახებ წარმოშობილ დავისას ამ უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობის უკანონობის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს.

ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ .