დაუშვებელია სასამართლო ხელისუფლების ან ცალკეული სასამართლოს ბიუჯეტის შემცირება წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით.

იუსტიციის საბჭო თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასამართლო ხელისუფლებისათვის გამოყოფილ სახსრების განაწილების თაობაზე, სასამართლოებიდან შემოსული საბიუჯეტო განაცხადების შესაბამისად.

სასამართლოს საბიუჯეტო განაცხადს ადგენს სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოს სხვა მოსამართლეთა ან მაგისტრატთა უმრავლესობის თანხმობით.

დაუშვებელია სასამართლოს საბიუჯეტო განაცხადში ცვლილებების შეტანა შესაბამისი სასამართლოს თანხმობის გარეშე.