მართლმსაჯულება ხორციელდება კონსტიტუციის, კანონებისა და მოქმედი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად უზენაეს, სააპელაციო და საოლქო სასამართლოებში კანონის შესაბამისად გამწესებული მოსამართლეების, ნაფიცი მსაჯულებისა და მაგისტრატების მიერ.

მართლმსაჯულების განხორციელებაში საზოგადოების მონაწილეობის ფორმები განისაზღვრება კანონით.

სასამართლო დავების განიხილვის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ იმ სასამართლოს, რომლის განსჯადიცაა საქმე კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე.

სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.