იუსტიციის საბჭოს წევრი შეიძლება იყოს

უმაღლესი განათლების მქონე;

საქართველოს მოქალაქე;

რომელიც სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი ნდობითა და ავტორიტეტით;

აქვს საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება;

აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

უსტიციის საბჭოს და მისი კომიტეტების შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, იყოს წარმომადგენლობითი, ასახავდეს საზოგადოებრივ მრავალფეროვნებას, მოიცავდეს სხვა და სხვა პროფესიული გამოცდილების მქონე პირებს

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს საბჭო იმ ვადით, რა ვადითაც იგი ახორციელებს იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილებას

ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით, იუსტიციის საბჭოს სხვა წევრს, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი მოსამართლეთა და მაგისტრატთა კონფერენციის მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან.

იუსტიციის საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იყოს ზედიზედ მხოლოდ ერთი ვადით.

პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის საბჭოს წევრთა შორის ნახევარს მოსამართლეები უნდა შეადგენენ, ისე რომ არჩეული იყოს თანაბარი რაოდენობის უზენაესი, სააპელაციო, საოლქო მოსამართელე, მაგისტრატი და სასამართლო ადმინისტრატორი.

იუსტიციის საბჭოს წევრთა მესამედი არაიურისტი უნდა იყოს

იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიას მოსამართლეთა და მაგისტრატთა კონფერენციას წარუდგენს რესპუბლიკის საბჭო

უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში იუსტიციის საბჭოს წევრს უფლება არა აქვს დაიკავოს რომელიმე სხვა საჯარო თანამდებობა, გარდა მოსამართლისა, ან დემოკრატიის უზრუნველმყოფი სხვა ინსტიტუტის მოხელისა