ომბუდსმენი ზედამხედველობს საჯარო დაწესებულებისა და მოხელეების მიერ სამოქალაქო თავისუფლებების, კანონისა და საჯარო სამსახურის მომხმარებლის ინტერესებს დაცვას

წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ ომბუდსმენი წარუდგენს ანგარიშს პარლამენტს

ომბუდსმენს უფლება აქვს ნებისმიერი პირისგან, მოსამართლის, მაგისტრატის და ნაფიცი მსაჯულის გარდა, მიიღოს ინფორმაცია და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც აუცილებია მისთვის კონსტიტუციურ პრეროგატივათა განსახორციელებლად, მაგრამ ისე, რომ არ დაიღვეს პირის სამოქალაქო თავისუფლებები და კონსტიტუციური პრეროგატივები

ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით, პარლამენტი ომბუდსმენის თანამდებობაზე ირჩევს იმ პირს, რომელიც

სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი ნდობითა და აღიარებით

არანაკლებ 5 წელი ეწეოდა სამოსამართლეო საქმიანობას

ან, არანაკლებ 10 წელი სამართლის სფეროში ეწეოდა პრაქტიკულ, სამეცნიერო, პედაგოგიურ საქმიანობას

აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს

ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა არის 10 წელი. ომბუდსმენი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ

უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში ომბუდსმენს უფლება არა აქვს დაიკავოს რომელიმე სხვა საჯარო თანამდებობა, გარდა მოსამართლისა და დემოკრატიის უზრუნველმყოფი სხვა ინსტიტუტის მოხელისა