საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვა-გამგეობასა და კანონშემოქმედებაში

ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში აქვს უფლება და ვალდებულება დაიცვას კონსტიტუცია და დემოკრატია, წინააღმდეგობა გაუწიოს კონსტიტუციური წყობილების ხელყოფას და აწარმოოს აგრესიის, ოკუპაციისა და ტირანიის მიმართ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

არავის აქვს უფლება, ეკავოს ერთი და იგივე კონსტიტუციური ან სხვა არჩევითი თანამდებობა ზედიზედ 10 წლის განმავლობაში, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული შემთხვევებისა.

საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს,

18 წლის ასაკიდან მონაწილეობა მიიღოს თავისუფალ, სამართლიან, საყოველთაო, პირდაპირ, თანასწორ, ფარულ და პერიოდულ არჩევნებსა და რეფერენდუმში;

22 წლის ასაკიდან იყოს არჩეული ხელისუფლების არჩევით ორგანოებში.

საარჩევნო უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ცნო შეზღუდულ ქმედუნარიანად, ქმედუუნაროდ ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში.