სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

სასამართლო, კანონით დადგენილი წესით, თანაბარად უზრუნველყოფს მხარეებს ეფექტური შესაძლებლობით შეაგროვონ მტკიცებულებები, გამოიძახონ და დაკითხონ მოწმეები, აგრეთვე ატარებს მხარეთა უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე.

ენობრივი უმცირესობების წარმოამადგენლებისთვის, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესით, სამართალწარმოება უზრუნველყოფილია მათ მშობლიურ ენაზე. პირს, რომელმაც სამართალწარმოების ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი.