საჯაროს სამსახურის კომისია ზედამხედველობს საჯარო სამსახურის ეფექტურობას, ანგარიშვალდებულებას, მერიტოკრატიულობას, პოლიტიკურ ნეიტრალურობას, პროფესიულ ეთიკას, აგრეთვე იმ პირობებს, რაც აუცილებელია საჯარო სამსახურის კომპეტენტური ადამიანური რესურსებით უზრუნველსაყოფად

წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ საჯაროს სამსახურის კომისია წარუდგენს ანგარიშს პარლამენტს

საჯაროს სამსახურის კომისიას უფლება აქვს ნებისმიერი პირისგან მიიღოს ინფორმაცია და გამოითხოვოს მტკიცებულება, რომელიც აუცილებია მისთვის კონსტიტუციურ პრეროგატივათა განსახორციელებლად, მაგრამ ისე, რომ არ დაიღვეს პირის სამოქალაქო თავისუფლებები და კონსტიტუციური პრეროგატივები

ღია, გამჭვირვალე, სამართლიანი და მიუკერძოებელი კონკურსის საფუძველზე, კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით, პარლამენტი საჯაროს სამსახურის კომისიის წევრის თანამდებობაზე, რესპუბლიკის საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან, ირჩევს იმ პირს, რომელიც

სარგებლობს ფართო საზოგადოებრივი ნდობითა და აღიარებით

ან, არანაკლებ 10 წელი ფინანსების ან მართვის სფეროში ეწეოდა პრაქტიკულ, სამეცნიერო, პედაგოგიურ საქმიანობას

აკმაყოფილებს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს

საჯაროს სამსახურის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა არის 10 წელი.

საჯაროს სამსახურის კომისიის წევრი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ

უფლებამოსილების ვადის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში საჯაროს სამსახურის კომისიის წევრს უფლება არა აქვს დაიკავოს რომელიმე სხვა საჯარო თანამდებობა, გარდა მოსამართლისა და დემოკრატიის უზრუნველმყოფი სხვა ინსტიტუტის მოხელისა