აკრძალულია სამოქალაქო-სამართლებრივ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.

დაუშვებელია იმაზე უფრო მძიმე სასჯელის შეფარდება, რომელიც გამოიყენებოდა იმ დროისათვის, როცა სამართალდარღვევა იქნა ჩადანელი.

სასჯელი არ შეიძლება იყოს სამართალდარღვევის დისპროპორციული და უჩვეულო.

მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მატერიალური ზიანის კომპენსაციის ოდენობას.

სასჯელის ძირითადი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, სამართალდარღვევის პრევენცია და მსჯავრდებულთა სოციალური რეაბილიტაცია.

მსჯავრდებული სარგებლობს ყველა უფლებითა და თავისუფლებით, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა