ყოველი ადამიანი დაბადებით თავისუფალია და სარგებლობს უსაფრთხოებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლებით

ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამონაკლისის სახით, კანონის საფუძველზე ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურის შედეგად

პიროვნების კანონიერი დაკავება კომპეტერტური სასამართლოს მიერ მისი ბრალდებულად აღიარების შემდგომ;

პიროვნების კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება სასამართლოს კანონიერი ბრძანების არ დამორჩილების შემთხვევაში და იმ მიზნით, რათა შესრულებული იქნეს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ვალდებულება;

პიროვნების კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება, განხორციელებული იმ მიზნით, რათა მოხდეს მისი წარდგენა უფლებამოსილი ორგანოს წინაშე, მის მიერ დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში ან როდესაც დაპატიმრება ან დაკავება აუცილებლად განიხილება მის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის ან მისი მიმალვის თავიდან აცილებისათვის;

არასრულწლოვანთა დაკავება კანონიერი ბრძანებით მასზე საგანმანათლებლო ზედამხედველობის მიზნით, ან მისი კანონიერი დაკავება უფლებამოსილი ორგანოს წინაშე წარდგენის მიზნით;

პიროვნებათა კანონიერი დაკავება ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ალკოჰოლიკების, ნარკომანების, მაწანწალებისა და შეურაცხადი პირების დაკავება;

პიროვნების კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება მის მიერ ქვეყანაში უკანონოდ შესვლის აღკვეთის მიზნით ან იმ პიროვნების დაპატიმრება ან დაკავება, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს აქცია მისი დეპორტაციისა და გადაცემისათვის.

ყოველი ადამიანის პიროვნება, საკუთრება, პირადი ან საქმიანი კომუნიკაცია, საქმიანობის ადგილი და საცხოვრებელი ბინა, პირადი საიდუმლოების შემცველი მონაცემები, აგრეთვე ყველა ის ინფორმაცია, ადგილი და გარემოება, სადაც ადამიანს აქვს კერძო ცხოვრების გონივრული მოლოდინი, ხელშეუხებელია, გარდა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

საჯარო პირის კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პირადი საიდუმლოების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენების შესახებ, რომლის ცოდნა აუცილებელია ადამიანისათვის ლიბერალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის.

ყველას აქვს უფლება, გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს ან მასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას, კანონით განსაზღვრულ შემთხვევასა და წესით მიიღოს ისინი ოფიციალურად დამოწმებული სახით, აგრეთვე მოითხოვოს არასწორი ან უკანონო გზით მოპოვებული მონაცემების შესწორება ან განადგურება.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია

შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს მხოლოდ ის პერსონალური მონაცემები, რომელთა შეგროვების უფლებას მას პირდაპირ და უშუალოდ ანიჭებს კანონი, და რომელიც აუცილებელი ამ საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად;

დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის პირს მისი პერსონალური მონაცემების სხვა საჯარო დაწესებულების ან კერძო პირთა მიერ გამოთხოვის შესახებ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევების და წესით.

აკრძალულია საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან, თუ არა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და მიზნებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.