ყველას აქვს საკუთრების ხელშეუხებლობისა და თავისუფალი შეძენის, ფლობისა და განკარგვის უფლება

პირის მიერ გადახდილი გადასახადების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მისი შემოსავლების 20% ან ქონების 2%-ს

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ

კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში,

სასამართლოს გადაწყვეტილებით

ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას

საბაზრო ღირებულების სრული, სამართლიანი და წინასწარი ანაზღაურებით

მესაკუთრეს უფლება აქვს მიიღოს საბაზრო ღირებულების სრული, სამართლიანი და წინასწარი ანაზღაურება, თუ საჯარო დაწესებულების მიერ მიღებული რეგულაციის შედეგად შემცირდა მისი ქონების ღირებულება, თუკი ეს რეგულაცია მიღებულია მას შემდეგ, რაც პირმა შეიძინა აღნიშნული საკუთრება

ამ მუხლით აღიარებული უფლებები და გარანტიები არ ვრცელდება უკანონო გზით ან საქმიანობის შედეგად შეძენილ, აგრეთვე კანონდარღვევისათვის გამიზნულ ქონებაზე