ყველას აქვს უფლება სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეები, სადაც სასჯელის სახით შეიძლება შეფარდებული იყოს პატიმრობა, განიხილულ იქნას თანამოქალაქეთაგან (Jury of peers) შემდგარ, ნაფიც მსაჯულთა მიუკერძოებელი ჟიურის მიერ.

კანონით შეიძლება დაწესდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლება სხვა სახის საქმეებისთვისაც.

ყველას აქვს უფლება ნებაყოფლობით განაცხადოს უარი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლებაზე და კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს:

საქმის არსებითი განხილვა მოსამართლის მიერ ნაფიც მსაჯულთა გარეშე;

საპროცესო შეთანხმების დადება საქმის არსებითად განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.