ბრალდებულს აქვს უფლება მიიღოს უფასო ეფექტური და კვალიფიცური სამართლებრივი დახმარება. ბრალდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს სათანადო დრო და შესაძლებლობები დაცვის მოსამზადებლად.

ბრალდებულს აქვს მტკიცებულებათა ჯვარედინი გამოკვლევის უფლება.

ბრალდებიდან ან დაკავებიდან 70 დღეში პირს უფლება აქვს წარედგინოს საბრალდებო აქტი ან მის მიმართ შეწყდეს დევნა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ეს კრიტიკულად აუცილებელია ბრალდებულის დაცვისა, სამართლიანი სასამართლოს უფლების ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, კანონით შეიძლება დაწესდეს სხვა გონივრული ვადა რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 თვეს.

დაუშვებელია ბრალდება, თუ არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩადენილია დანაშაული და ეს დანაშაული ჩაიდინა ბრალდებულმა. სასამართლო წინასწარ მოსმენაზე ადასტურებს ბრალდებისა და ბრალდებულის გასამართლების მიზანშეწონილობას, დასაბუთებულობასა და კანონიერებას.

დაუშვებულია ბრალდებულს ბრალდების შემდეგ იგივე ქმედებისთვის წარედგინოს ახალი, უფრო მძიმე ბრალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ახლადაღმოჩენილი ან ახლადგამოვლენილი გარემოებები.

არავინ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა საქართველო კანონმდებლობის ან საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპების შესაბამისად.