თითოეული შტატი (მუნიციპალიტეტი) წარმოდგენილია 3-3 სენატორით.

ალტერნატივა: სენატის შემადგენლობა განისაზღვრება კანონით, ისე, რომ სენატორთა რიცხვი არ იყოს დეპუტატთა რიცხვის ნახევარზე მეტი და მესამედზე ნაკლები

სენატორი ხმას აძლევს შტატის (მუნიციპალიტეტის) ინსტრუქციის შესაბამისად

სენატორს ირჩევს და გამოიწვევს ლეგისლატურა (საკრებულო) მთავრობის წარდგინებით, არაუმეტეს 10 წლის ვადით

თუ წარდგენიდან 1 თვის ვადაში მთავრობის წარდგინილი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ლეგისლატურის (საკრებულოს) წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერას, სენატორობის კანდიდატს ასახელებენ ლეგისლატურის (საკრებულოს) წევრები

თუ 1 თვის ვადაში ვერც ამ კანიდატთაგან ვერც ერთი ვერ ვერ მოიპოვებს ლეგისლატურის (საკრებულოს) წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერას, მთავრობა 3 საუკეთესო შედეგის მქონე კანიდატთაგან ერთ ერთს, რომელსაც აქვს ლეგისლატურის (საკრებულოს) წევრთა არანაკლებ მესამედის მხარდაჭერა, ნიშნავს სენატორად

სენატორები უნდა არჩეულ იყვენ ისე, რომ ყოველ 5 წელიწადში ამოიწუროს თითოეული შტატიდან (მუნიციპალიტეტიდან) არჩეული 1 სენატორის უფლებამოსილება.

სენატორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს ლეგისლატურა (საკრებულო) ირჩევს ნარჩენი ვადით.

უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სენატორს უფლება არა აქვს ეკავოს თანამდებობა ფედერალური (შტატის) საჯარო სამსახურში