უზენაესი მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 20 წელი. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ იგი უფლებამოსილია სამოსამართლეო საქმიანობა განაგრძოს მის მიერ არჩეულ სხვა სასამართლოში

პირი შეიძლება უზენაესი მოსამართლე იყოს მხოლოდ ერთხელ

ყველა სხვა მოსამართლის უფლებამოსილება უვადოა

მოსამართლე ერთი სააპელაციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს არაუმეტეს 10 წლისა. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ იგი უფლებამოსილია სამოსამართლეო საქმიანობა განაგრძოს მის მიერ არჩეულ სხვა სასამართლოში, გარდა უზენაესი სასამართლოსი

მაგისტრატის უფლებამოსილება კანონით დადგენილი ისეთი ვადით, რომელიც საფრთხეს არ უქმნის მის დამოუკიდებლობას

პირი, რომელიც პირველად არის გამწესებული მოსამართლედ და მაგისტრატად, კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრული სრული ვადით გამწესებამდე, სასამართლოში ინიშნება 5 წლიანი გამოსაცდელი ვადით, კანონით განსაზღვრული სპეციალური მომზადების შემდეგ

გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მოსამართლე და მაგისტრატი უფლებამოსილია სრული ვადით განაგრძოს საქმიანობა იმავე სასამართლოში

65 წლის, ან კანონით დადგენილი უფრო მაღალი ზღვრული ასაკის მიღწევისას მოსამართლეს უწყდება უფლებამოსილება.

სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლეს ირჩევს სასამართლო 10 წლის ვადით.

იმავე სასამართლოში თავმჯდომარე პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთხელ