საერთაშორისო ხელშეკრულება თუ შეთანხმება შეიძლება დაიდოს მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშიერბით, რაც პირდაპირ უკავშირდება ხელშეკრულება თუ შეთანხმების დამდები სუბიექტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს

რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულება ეროვნულ სამართლის ნაწილი ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა მოხდება კანონით დადგენილი წესით მისი მოქმედ კანონმდებლობაში ინკორპორირება

მხოლოდ ორგანული კანონით უნდა მოხდეს ეროვნულ სამართლში ინკორპორირება იმ საერთაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმების, რომელიც მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას

საკონსტიტუციო საბჭო ადასტურებს საერთაშორისო ხელშეკრულების თუ შეთანხმებისა და მისი რატიფიცირების პროცედურის კონსტიტუციასთან შესაბამისობას

საკონსტიტუციო საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე, პარლამენტი პალატათა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ახდენს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას

საკონსტიტუციო საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე, პარლამენტი პალატათა სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით ახდენს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ინკორპორირებას ეროვნულ სამართალში

იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა გარდა, რომლებიც ითვალისწინებენ რატიფიცირებას, სავალდებულოა აგრეთვე ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც:

ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოთაშორის კავშირში საქართველოს შესვლას

სამხედრო ხასიათისაა

ეხება სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლას

დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ სესხის აღებასა და გაცემასთან, ან სხვა მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებეთან

მოითხოვს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შეცვლას, ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი კანონებისა და კანონის ძალის მქონე აქტების მიღებას

პარლამენტს უნდა ეცნობოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადების შესახებ